თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

კომპანია ,,ნეონლაინის“ პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან დაუდევრობით]  იქნება გამოწვეული.  

მაგალითად: 

  • ამანათის დაკარგვა, ამანათი დაკარგულად ითვლება თუ მის შესახებ ინფორმაცია პრეტენზიის წარდგენიდან 15 დღის ვადაში არ მოიპოვება.
  •  შიგთავსის მთლიან ან ნაწილობრივ დაზიანებას რაც შეეხება, ამაში იგულისხმება მისი აღმოჩენა ადრესატისათვის გადაცემამდე ან მისი გადაცემის მომენტში.
  • კომპანიის შეცდომით უკან გამგზავნისათვის დაბრუნებით.

       ზემოაღნიშნულ შემთხვევებში კომპანია ,,ნეონლაინის“ მიერ ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

       აქვე აღვნიშნავთ, რომ მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი.

კომპანია ,,ნეონლაინის“ პასუხისმგებლობა გამოირიცხება:

  • თუ გზავნილი ჩაბარებულია დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
  • თუ ადრესატისათვის გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა თვითონ გამგზავნის მიერ მითითებული არასწორი ინფორმაცია.
  • დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებებით დამდგარი ზიანისას.
  • იმ შემთხვევაში როდესაც გზავნილი შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ საგანს.
  • გზავნილის თვისებიდან გამომდინარე, თუ მოითხოვს განსაკუთრებულ შეფუთვას და არ იქნა დაცული შესაბამისი პირობა.
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გზავნილის დაკავების ან განადგურების შემთხვევაში.
  • გამგზავნის არაკეთილსინდისიერი მოქმედების შემთხვევაში
  • თუ გზავნილის გაგზავნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში პრობლემის არსებობის შესახებ არ მიემართა კომპანია ,,ნეონლაინის“ ადმინისტრაციას.