შპს ,,ნეონლაინის,, კონფიდებციალურობის პოლიტიკა

 კომპანია ,,ნეონლაინი,, მოგესალმებათ და გაცნობებთ, რომ მოცემულ საიტზე რეგისტრაციის განხორციელებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტს, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმ წესებსა და პირობებს, რომელიც დაკავშირებულია მოცემული საიტით და კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისით სარგებლობნასთან.

       რეგისტრაციის განხორციელებისას კლიენტი წარმოადგენს განსაზღვრულ პირად,პერსონალურ მონაცემს,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, პირი იდენტიფიცირებადის, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდე საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური,ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით, ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის მიხედვით განიმარტება, როგორც ავტმატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ შეგჰროვება, ჩაწერა, ფოტოზეაღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჯღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზითდაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა წაშლა ან განადგურება.

       თქვენი პერსონალური ინფორმაცია უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებით დაცულ ქსელშია მოქცეული და ხეწლმისაწვდომია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სპეციალური ნებართვა აქვთ და ამ ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა მოეთხოვებათ.

       მონაცემები გროვდება კლიენტის იდენტიფიცირების მიზნით და გამოყენებული იქნება მხოლოდ კომპანიის კომფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

       კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს სწორი და უტყუარი, მოცემული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია გონივრულ ვადაში ეცნობოს კომპანია ,,ნეონლაინს,, ან ცვლილების მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

       საიტზე კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება კომპანიის მიერ გამოყენებული იქნეს სარეკლამო შეტყობინებების გასაგზავნად.

       კომპანია იტოვებს უფლებას, წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე თქენს მიერ წარმოდგენილი პირადი ინფორმაცია ან თვენს მიერ განხორციელებული ოპერაციები გაუმჟღავნოს თქვენს მიერ ნებადართულ პირებს, აგრეთვე თვენი მონაცემები გადაეცემა მესამე პირებს იმ შემთხვევაში თუ ,,ნეონლაინი,, შეუერთდება სვხა კომპანიას მომავალში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება პარტნიორი კომპანიებისათვის, ამ უკანასკნელთან  დადებული ხელშეკრულების თანახმად მათთან მუშაობა მომხმარებლის კონფიდენციუალურობის სრული წესების დაცვით ხორციელდება.

       საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი ვართ, გავაზიაროთ ინფორმაცია, თქვენს მიერ გამოყენებული სერვისებისა და ვებ გვერდზე განხორციელებული ვიზიტების შესახებ თუ ამგვარი გაზიარება აუცილებელია ჩვენი უფლებების დაცვის, თქვენი ან მესამე პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოსა თუ სხვა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად.

       აქვე დავძენთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად განახლდეს, აქედან გამომდინარე გთხოვთ, რომ გაეცნოთ რეგულარულად.

       კომფიდენციალურონბის პოლიტიკის ან კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ელ. მისამართზე.

       მომხმარებლის რეგისტრაციის სრული წესების გავლისა და დასრულების შემთხვევაში ადასტურებთ, რომ  გაეცანით მოცემული კომპანიის პირობებს, თქვენთვის მისაღებია და სრულ თანხმობას აცხადებთ მის შესრულებაზე.