პირობები

შემსრულებელი: შპს ნეონლაინი

მის:თბილისი თევდორე მღვდლის 32

ტელ: 2 11 00 78

მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს ნეონლაინის სერვისით მომხმარებელი:საიტზე რეგისტრაციისას ვალდებულია დაეთანხმოს შემდეგ პირობებს

1 ტრანსპორტირების ღირებულება,წონის დამრგვალება, გადახდა

1.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება მისი რეალური წონის გათვალისწინებით

1.2 ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს ონლაინ ამანათების შემთხვევაშიჩინეთი 6.5$, გერმანია 6€, საფრანგეთი 6€, ესპანეთი 7€, დიდი ბრიტანეთი 4.5 £.

1.3 ონლაინ ამანათებზე მინიმალური წონა 100 გრამი.

1.4 ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს(მიტანის დღისთვის ევროს/დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში)

1.5 ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა

2 კურიერის მომსახურება

2.1 ვებ-გვერდზე მომხმარებლის მისამართის ცვლილება შესაძლებელია გზავნილის რეისის შემოსვლამდე

2.2 სანამ კურიერი მოვა ფიქსირებულ მისამართზე,იგი დაგირეკავთ თქვენ მიერ მითითებულ მობილურ ნომერზე,თუ თქვენთან კავშირი არ განხორციელდა გზავნილი დაბრუნდება საწყობში და მომხმარებელს შეეძლება მისი ოფისიდან გატანა

2.3 ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 2.4 მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი, თუ ის წარადგენს მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას,აგრეთვე საკუთარი პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, გარდა განსაბაჟებელი გზავნილებისა(მინდობილობა)

2.5 საკურიერო მომსახურების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:ამანათი გახსნას და შეამოწმოს ადგილზე კურიერის თანდასწრებით

3 დეკლარირება/განბაჟება

3.1 გზავნილი,რომლის ღირებულება აღემატება 300ლარს წონა კი 30კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას, ასევე ერთგვაროვანი საქონელი

3.2 განსაბაჟებელი ამანათები გაიცემა მხოლოდ ოფისებში სპეციალურ დოკუმენტთან ერთად (ფორმა 4, რომელსაც ჩვენ დაგიმზადებთ უფასოდ და გადმოგცემთ ამანათთან ერთად)სადეკლარანტო მომსახურება უფასოა

3.3 მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს დეკლარირება გვერდზე არსებული ფორმულირების შევსებით,ამანათები დეკლარირების გარეშე დარჩება შესაბამის საწყობში(8დღის განმავლობაში მოხდეს მათი სრული დეკლარირება)

3.4 მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს თავის სახელზე მისული ტვირთების დეკლარირება არ აუგვიანეს 3(სამი) დღისა,საჭიროების შემთხვევაში კომპანიას მიაწოდოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტაცია საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.დაუდეკლარირებელი ამანათები, რომელთა დეკლარირება არ მოხდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლიდან 8(რვა) დღის შემდეგ, გადაეცემა სახელმწიფოს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად მომხმარებელს ეკისრება

3.5 მომხმარებლის მიერ აკრძალული საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში,კომპანია ნეონლაინი პასუხს არ აგებს საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის ამოღებაზე ან დალუქვაზე

3.6 მომხმარებლის მხრიდან განსაბაჟებელი ამანათის ინვოისის არ წარდგენის შემთხვევაში,ვადის ამოწურვის შემდეგ (30 დღე) ,ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური გზავნილის შემთხვევაში 90 დღე

4 სხვა შეზღუდვები და პირობები

4.1 კომპანია ნეონლაინი პასუხისმგებლობას არ იღებს სხვა ონლაინ მაღაზიების შეცდომით გამოგზავნილ პროდუქციაზე (ფერი/ზომა)

4.2 კომპანია ნეონლაინი იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალული ნივთების ტრანსპორტირებაზე

4.3 კომპანია ნეონლაინის მომხმარებელი ვალდებულებას იღებს ყველა მის მიერ ონლაინ მაღაზიებში პროდუქციის გამოწერისას,ან სხვა გზებით გამოწვეული ანგარიშების დავალიანების დროულ გადახდისას

4.4 კომპანია ნეონლაინი ვალდებულებას იღებს მომხმარებელთან მხოლოდ იმ სერვისებზე,რაც აღწერილია კომპანიის ვებ-გვარდზე

4.5 მომხმარებელი ეთანხმება,რომ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტი არის ნამდვილი და დოკუმენტების ნამდვილობაზე თავად აგებს პასუხს

4.6 ელფოსტით გამოგზავნილი წერილები,ჩატი და სატელეფონო საუბრები ინახება და კომპანია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ

4.7 მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს ამანათის შემადგენლობა და მდგომარეობა კომპანიის ოფისიდან გასვლამდე,ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების ან დანაკლისის შესახებ პრეტენზია აღარ განიხილება

4.8 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები კომპანიასთან ურთიერთობის დროს,არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები კომპანიის ან მისი თანამშრომლების მისამართით მომსახურების ცენტრებში, სატელეფონო მომსახურების მიღების დროს, ან ინტერნეტ სივრცეში.არ გაავრცელოს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც დააზიანებს კომპანიის იმიჯს, ან მისი თანამშრომლების ღირსებას.ყველა მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას,წაშალოს ასეთი ინფორმაცია და შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურება მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით

5 ფრენის გეგმა,გადახდისა და გზავნილის მიღების დრო

5.1 ამანათების გაცემა ხდება შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან

5.2 ტრანსპორტირების გადასახადი (ინვოისი)იგზავნება შესაბამისი ამანათის წონის სისტემაში შეყვანისას

5.3 რეისის დაგვიანებაზე ფორსმაჟორული მიზეზების გამო,ან ავიაკომპანიის განრიგის შეცვლით გამოწვეულ დაგვიანებაზე კომპანია ნეონლაინი პასუხს არ აგებს.

აკრძალული პროდუქცია

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილებით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

- რეალური ფული მონეტები ან ბანკნოტები

- საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები

- საკვები პროდუქცია

- ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია

- ბატარეა, კოსმეტიკა, ელემენტიანი  მაჯის საათი (აკრძალულია დუბაიდან და ჩინეთიდან)

- მიწა და ნერგები მიწით

- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია

- ცოცხალი ცხოველები

- ნებისმიერი სახის ნარკოტიკი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია, ან მცენარეები ,ან მათი თესლი,.ბიოარომატიზატორი

- ფსიქოტროპული ნივთიერებები

- წამლები(10 შეკვრაზე მეტი)

- მცენარეები(1კილოგრამზე მეტი)

- მცენარეების თესლები(25 გრამზე მეტი)

- პლანის თესლი, თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა,რის გამოც შპს ნეონლაინს მიადგა მატერიალური ზარალი,კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.